რა შეურაცხყოფაც არ უნდა იყოს 10 წუთით ადრე შენი მეგობრის თუ შენს მიმართ, იქ არის ასობით და ათასობით პოლიციელი, რომელიც საკუთარ საქმეს დიდი მოთმინებით ეკიდება, ერთმა და ორმა ფაქტმა მათი იმიჯი არ უნდა დააზიანოს - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 4 კვირის წინ 34
რა შეურაცხყოფაც არ უნდა იყოს 10 წუთით ადრე შენი მეგობრის თუ შენს მიმართ, იქ არის ასობით და ათასობით პოლიციელი, რომელიც საკუთარ საქმეს დიდი მოთმინებით ეკიდება, ერთმა და ორმა ფაქტმა მათი იმიჯი არ უნდა დააზიანოს - მამუკა მდინარაძე
პირდაპირ ვეტყვი იმ ადამიანს - რა შეურაცხყოფაც არ უნდა იყოს 10 წუთით ადრე ფიზიკური შენი მეგობრის თუ პირადად შენს მიმართ, იქ არის ასობით და ათასობით პოლიციელი, რომელიც საკუთარ საქმეს დიდი მოთმინებით ეკიდება, ერთმა და ორმა ფაქტმა მათი იმიჯი არ უნდა დააზიანოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.მისი თქმით, ერთი მხრივ, ასეთ მოქმედებას გამართლება არ აქვს, მეორე მხრივ, ამით ზიანდება ქართული სახელმწიფო, ამით ზიანდება ყველა დანარჩენი პოლიციელის იმიჯი.„მინდა ჩემი მხრივ გამოვიჩინო ამ მიმართულებით ინიციატივა და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის პირად შემადგენლობას, თითოეულ პოლიციელს, რომლებიც დიდი მოთმინებით და პროფესიული საქმიანობის ზედმიწევნით სწორად, პატიოსნად შესრულებით ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას და მოცემულ შემთხვევაშიც - გუშინ, გუშინწინ, მძიმე სამუშაოს მიუხედავად, ცდილობენ მოითმინონ ყველა ის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც მათ მიადგებათ ხოლმე დემონსტრანტების მხრიდან და თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ამის პარალელურად, მაინც ზედმიწევნით პირნათლად ასრულებენ.ასევე, არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ოდნავ დეტალურად: პირველი - თუ ვინმე აპროტესტებს და ეს გასაპროტესტებელია, დიახ, თავად ვეთანხმები და პირველი ამას ვიტყვი რომ მართლაც საშინელი, ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ძირს დაცემულ, წაქცეულ ადამიანს - ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს და ამას შემთხვევით არ ვამბობ, ამ ამბამდე და ამ ინციდენტამდე 5 თუ 10 წუთით, თუ ერთი საათით ადრე. მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისათვის და ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება.მაგრამ, ამავე დროს, თუ ამას აღვნიშნავთ, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმეს გვინდა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ, რამდენიმე ასეული დემონსტრანტი. ისინი იწყებენ ძალადობას ისე, რომ არც კი ცდილობენ შეფუთონ - იცით, რომ არანაირი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება არავის უცდია, არც კი შეუფუთავთ პიარულად და მივიდნენ ადამიანები პირდაპირ ძალადობისათვის, სცენაც კი არ მოუწყვიათ ორი-სამი კვადრატული მეტრი, რომ სიტყვით მიემართათ ვინმესთვის, პირდაპირ ძალადობისთვის მივიდნენ - პოლიციელებს სახეში ესროდნენ პიროტექნიკას, სხვადასხვა ფეიერვერკებს, ქვებს, კენჭებით სავსე ბოთლებს, სხვადასხვა სამშენებლო მასალებს და ა.შ. ეს იყო წარმოუდგენელი ძალადობა, რომელიც იყო სისტემური ხასიათის და ახორციელებდა რამდენიმე ასეული ადამიანი განსხვავებით მეორე, ძალიან მძიმე რამდენიმე შემთხვევისაგან, როდესაც ასევე დასაგმობ და ძალიან ცუდად განვითარებულ მოვლენასთან გვქონდა საქმე, მათ შორის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსაკუთრებით მძიმე იყო სახეში წიხლის დარტყმის ფაქტი წაქცეულ ადამიანზე.კიდევ უფრო მოკლედ, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმეს სურს, უნდა ვთქვათ რომ:1. ძალადობა ინიცირებული იყო დემონსტრანტების მიერ;2. ძალადობა იყო სისტემური ხასიათის და მას ახორციელებდა მინიმუმ რამდენიმე ადამიანი 3. დიახ, ძალიან მძიმე სანახავია და აუცილებლად უნდა დავგმოთ და არ უნდა დავუშვათ, რომ ადამიანმა, რომელმაც პრაქტიკულად ასევე დააზიანა მისი კოლეგების ინტერესი, პირდაპირ ვეტყვი იმ ადამიანს - უკაცრავად, დიდი ბოდიში, რა შეურაცხყოფაც არ უნდა იყოს 10 წუთით ადრე ფიზიკური შენი მეგობრის თუ პირადად შენს მიმართ, იქ არის ასობით და ათასობით პოლიციელი, რომელიც საკუთარ საქმეს დიდი მოთმინებით ეკიდება, ერთმა და ორმა ფაქტმა მათი იმიჯი არ უნდა დააზიანოს. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ერთი მხრივ, ასეთ მოქმედებას გამართლება არ აქვს, მეორე მხრივ, ამით ზიანდება ქართული სახელმწიფო, ამით ზიანდება ყველა დანარჩენი პოლიციელის იმიჯი და ამიტომ, ათასობით პოლიციელის იმიჯი ერთმა არასწორმა ქმედებამ ნამდვილად არ უნდა დააზიანოს. ამიტომ, ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული ის. დავამატებ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ამორალურია, როდესაც ეს არის პოლიციელის, ჟურნალისტის, ოპერატორების თუ სხვა ნებისმიერი ადამიანის მიმართ და ეს არის ხშირ და რიგ შემთხვევებში ძალიან მძიმე სანახავიც კი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია