რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს მცხეთაში

Primetime.ge 1 კვირა წინ 20
რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს მცხეთაში
 დამოუკიდებლობის დღე მცხეთაში მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაში დაგეგმილია საზეიმო ღონისძიება და სხვადასხვა სახის აქტივობები. მოეწყობა შესაბამისი შემეცნებითი და თემატური სივრცეები, საბავშვო გასართობი ზონები.მცხეთაში გამოიფინება სამხედრო ტექნიკა, ასევე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ 12:00 საათიდან ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის სპორტულ შეჯიბრებებში. საზეიმო განწყობაზე ასევე იზრუნებენ კოსტიუმირებული მსახიობები და ორკესტრი.დაგეგმილია ადგილობრივი და დიასპორის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. ქალაქ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული წმ. ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი სპეციალურად ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. 17:10 საათზე ანსამბლი „შავნაბადა“ შეასრულებს საქართველოს ჰიმნს. 17:30 საათიდან მაყურებლის წინაშე წარდგება კვარტეტი „რანინა“ და ჯგუფი „ალეგრო“.საზეიმო ღონისძიებები კი ბენდი „გუფი ლენდის“ კონცერტით დასრულდება. 
სრულად წაიკითხეთ სტატია