რა უნდა იცოდეთ თუ შინაური ცხოველის საზღვარზე გაყვანას გეგმავთ

Primetime.ge 4 საათი წინ 6
რა უნდა იცოდეთ თუ შინაური ცხოველის საზღვარზე გაყვანას გეგმავთ
რა უნდა ვიცოდეთ შინაური ცხოველის საზღვარზე გაყვანისას - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.შინაური ცხოველის საზღვარზე გაყვანისთვის საჭიროა: განაცხადი, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლიცხოველის შემოწმებისთვის აუცილებელია მისი ადგილზე მოყვანა!ცხოველის პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:• ცხოველის მეპატრონის სახელი, გვარი• ცხოველის სახელი• ჩატარებული ვაქცინაცია და სხვა მანიპულაციები. ევროკავშირის ქვეყნებში გასაყვანად ასევე საჭიროა:• ვაქცინაცია ცოფზე• ვაქცინაციის თარიღიდან არანაკლებ 30 დღის შემდეგ ჩატარებული ტიტრაციის ტესტი (გაყვანის თარიღამდე არანაკლებ 3 თვით ადრე)აშშ-ში გასაყვანად საჭიროა: მიკროჩიპის ნომერი, ვაქცინაცია ცოფზე.ვაქცინაციის თარიღიდან 1 თვის გასვლის შემდეგ ჩატარებული ტიტრაციის ტესტის პასუხი , რომელზეც ცნობა გაიცემა 45 დღის გასვლის შემდეგ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობა, თანამეგობრობის ქვეყნებში გასაყვანად საჭიროა:• სახელმწიფო ან კერძო ვეტერინარი ექიმის ცნობა ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ (21 დღიანი კარანტინი)სერტიფიკატი გაიცემა 3 თვის ასაკიდან მხოლოდ ცოფზე ვაქცინირებულ ცხოველებზე.დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს:https://nfa.gov.ge/Ge/ServiceAndServices
სრულად წაიკითხეთ სტატია