რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპს - ჩემპიონმა პირველი კომენტარი გააკეთა

Primetime.ge 1 თვე წინ 40
რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპს - ჩემპიონმა პირველი კომენტარი გააკეთა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა.მერაბმა აეროპორტში პირველი კომენტარი გააკეთა, თუ რა საუბარი შედგა ტრამპსა და მას შორის:„რა თქმა უნდა, რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა ვუ­თხა­რი, ვახ­სე­ნე სა­ქარ­თვე­ლო. ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე, მითხრა კარგი ბრძოლა იყოო. მოეწონა ჩემი ბრძოლა... ძა­ლი­ან მცი­რე სა­უბ­რით შე­მო­ვი­ფარ­გლეთ“, - თქვა დვალიშვილმა.დვალიშვილი საქართველოში საკუთარ მწვრთნელთან, ჯონ ვუდთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაჰყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.
სრულად წაიკითხეთ სტატია