რა უთხრა მაკა ბოჭორიშვილს ფინეთის მინისტრმა, რაც საგარეო სამინისტროს განცხადებაში ვერ მოხვდა

News.ge 2 კვირის წინ 32
რა უთხრა მაკა ბოჭორიშვილს ფინეთის მინისტრმა, რაც საგარეო სამინისტროს განცხადებაში ვერ მოხვდა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
მათ შორის ავსტრიის, ფინეთის და ს საგარეო საქმეთა მინისტრებს. მათგან ორმა, ავსტრიისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკული განცხადებები გაავრცელეს.
თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მინისტრებთან შეხვედრისას გახმიანებულ კრიტიკაზე არაფერი თქვა თავის განცხადებებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრისას მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეუთო-ში ფინეთის მომავალი თავმჯდომარეობა და მისი პრიორიტეტები.
„საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მინისტრმა კოლეგას დაუდასტურა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნება, აქტიური ძალისხმევა მიმართოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში შემდგომი წარმატების მისაღწევად.
საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ს პროცესზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებების შესახებ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო ბოჭორიშვილთან შეშფოთება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გამოთქვა და საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოძიებაზეც ისაუბრა. თუმცა ამის შესახებ არაფერია ნათქვამი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ქართველ ხალხს დემოკრატია და თავისუფლება სწყურია – ეს არის მესიჯი, რომელიც მივიღე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც შევხვდი ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში.
როგორც ეუთოს მომავალი თავმჯდომარე, მე შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს, რათა გამოვხატო ჩვენი სერიოზული შეშფოთება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის და ოქტომბრის არჩევნების სრული და მიუკერძოებელი გამოძიების საჭიროების შესახებ, რომელზეც დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა“, – დაწერა X-ზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია