
“ფორსაითის” მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, რატი მორჩილაძის აზრით, 2025 წელს ობლიგაციების ბაზარზე ემისიების ტენდენცია კვლავ მზარდი იქნება, თუმცა ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის ზრდისთვის აუცილებელი ლიკვიდური მეორადი ბაზრის შექმნაა – ამის შესახებ მორჩილაძემ “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა.
ცნობისთვის, 2024 წელს კომპანიებმა ქართულ ბაზარზე ₾570 მილიონის ობლიგაციები გამოუშვეს. ამ მოცულობის ემისია ჯამში 11-მა ქართულმა კომპანიამ განახორციელა