რა სექტორებით ინტერესდებიან პოლონელი ინვესტორები საქართველოში?

News.ge 4 საათი წინ 3
რა სექტორებით ინტერესდებიან პოლონელი ინვესტორები საქართველოში?

უძრავი ქონება, სასტუმრო ინდუსტრია, აგრო სექტორი იმ მიმართულებებს შორისაა, რომლებიც პოლონელი ინვესტორებისთვის საქართველოში საინტერესოა. ამის შესახებ BMG-ს პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, გვანცა გრიგალაშვილმა განუცხადა.
საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ გასულ წელს საინვესტიციო მიმართულებაზე მეტად, აქტიური იყო პოლონეთიდან იმპორტის საკითხი, სადაც მოიაზრება სამშენებლო, ენერგოეფექტურობის თუ სხვადასხვა მიმართულებით პროდუქციის ან მომსახურების შემოტანა საქართველოში.
“აღსანიშნავია, რომ 2022 წელს იყო პოლონეთიდან საქართველოში ინვესტიციების ძალიან დიდი მატება – წლიურად 51%-მდე ზრდა იყო. 2023 წელს შედარებით ვარდნა იყო. რაც შეეხება გასულ წელს, იყო ინვესტიციების გარკვეული რაოდენობა პოლონეთიდან, თუმცა ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, პროექტები უფრო მეტად არის ექსპორტის მიმართულებით, ანუ პოლონეთიდან სამშენებლო, ენერგოეფექტურობის თუ სხვადასხვა მიმართულებით პროდუქციის ან მომსახურების შემოტანა საქართველოში. პოლონეთს დიდი ნოუჰაუ აქვს განსაკუთრებით თბო, ჰიდროიზოლაციის მიმართულებით, რაც ჩვენთვისაც აქტუალური თემაა ბოლო პერიოდში, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მიმართულებით გლობალურად ლიდერი მწარმოებელია”,- თქვა გვანცა გრიგალაშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია