გერმანიის ფედერალური
მთავრობის
პრესკონფერენციაზე,
საგარეო უწყების
პრეს-სპიკერს, სებასტიან
ფიშერს ერთ-ერთმა
ჟურნალისტმა
(ონლაინ-გამოცემა Nachdenkseiten-დან)
მას განმარტება მოსთხოვა 15
იანვარს, გერმანიის ელჩის,
პეტერ ფიშერის მიერ
საქართველოს ყოფილ
პრეზიდენტთან
დაკავშირებით გაკეთებული
განცხადების თაობაზე,
კერძოდ, გერმანიის ელჩის
მიერ სალომე ზურაბიშვილის
კვლავ მოქმედ პრეზიდენტად
მოხსენიების
შესახებ.ჟურნალისტის
თანახმად, გარდა ამისა,
გერმანიის საგარეო
უწყების ვებგვერდზეც, 22
იანვრის მდგომარეობით,
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილია, ხოლო,
ბოლო საპრეზიდენტო
არჩევნები 2018 წლის
ნოემბერშია ჩატარებული,
რითაც სრულად
იგნორირებულია გასული
წლის 14 დეკემბრის
არჩევნები.ჟურნალისტმა
საგარეო საქმეთა
სამინისტროს
წარმომადგენლისგან ითხოვა
განმარტება, თუ რა
კონსტიტუციური ან
საერთაშორისო
სამართლებრივი საფუძვლით
მიიჩნევს გერმანიის
მთავრობა ყოფილ
პრეზიდენტს
მოქმედად.პასუხად,
გერმანიის საგარეო
საქმეთა სამინისტროს
პრეს-სპიკერმა განაცხადა,
რომ მის უწყებას ამ
კითხვაზე პასუხის
დამატებით მიწოდება
მოუწევს.ჟურნალისტი კვლავ
ჩაეკითხა პრეს-სპიკერს
აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით და
განაცხადა, რომ, მისი
ცნობით, გერმანიაში
წარმოდგენილმა უკიდურესად
მემარცხენე პარტია BSW-მ (Bündnis
Sahra Wagenknecht) ცოტა ხნის წინ
გამოითხოვა ოფიციალური
პოზიცია, თუ ვინ არის
საქართველოს პრეზიდენტი,
რაზედაც საგარეო უწყებამ 2025
წლის 16 იანვარს მას შემდეგი
პასუხი გასცა: "2024 წლის 29
დეკემბერს პრეზიდენტის
რეზიდენციაში შევიდა 2024
წლის 14 დეკემბერს
გამართული არჩევნების
შედეგად არჩეული
კანდიდატი, მიხეილ
ყაველაშვილი, რომელიც
"ქართული ოცნების"
წარმომადგენელია".ჟურნალისტის
მოსაზრებით, BSW-სთვის
საგარეო უწყების მიერ
წერილობით გაცემული
პასუხი შეუსაბამობაშია
გერმანიის ელჩის
ნარატივთან.პრეს-სპიკერმა
კიდევ ერთხელ სცადა
შეკითხვისთვის ზოგადი
პასუხით თავის არიდება,
ამავდროულად, მიუთითა, რომ
საგარეო საქმეთა
სამინისტროს ვებგვერდი
მუდმივად განახლებადია და
ამასთან,
გასათვალისწინებელია
უწყებათა შორის
ინფორმაციის დროულად
გაცვლის
საკითხიც.დამატებით, მან
ჟურნალისტს უთხრა, რომ
"საგარეო საქმეთა
სამინისტროს საზღვარგარეთ
გერმანიის ყველა
წარმომადგენლის თითოეული
განცხადების დეტალები ვერ
ეცოდინება"; საკუთარი
პოზიციის შეჯამების
მიზნით კი, სებასტიან
ფიშერმა განაცხადა, რომ
საგარეო უწყებაც იმ
პასუხით ხელმძღვანელობს,
რომელიც BSW-მ წერილობით
მიიღო".