ოტრივინი ნაზალური
მედიკამენტია, რომელიც
ცხვირისა და ცხვირ-ხახის
ლორწოვანი გარსის
შეშუპების მოხსნის მიზნით
გამოიყენება.პრეპარატი
თავდაპირველად შეიქმნა
შვეიცარიული ფარმაცევტული
კომპანიის, Novartis Consumer Health S.A.-ს
მიერ. დღესდღეობით,
ოტრივინის წარმოებასა და
დისტრიბუციას ახორციელებს
კომპანია Haleon, რომელიც ადრე
ცნობილი იყო როგორც GlaxoSmithKline
Consumer Healthcare.ვიდრე უშუალოდ
ოტრივინის მოქმედებაზე
ვისაუბრებთ, უნდა
აღვნიშნოთ, რომ ცხვირისა და
ცხვირ-ხახის ლორწოვანი
გარსის შეშუპება საკმაოდ
გავრცელებული პრობლემაა
და ხშირად აღინიშნება
სხვადასხვა მდგომარეობის
დროს. მაგალითად, შეიძლება
გამოწვეული იყოს შემდგომი
ფაქტორებით:● ვირუსული
ინფექციები: გაციების ან
გრიპის დროს ცხვირის
ლორწოვანი გარსის ანთება
(რინიტი) იწვევს შეშუპებას
და სუნთქვის გაძნელებას;●
ალერგიული რეაქციები:
ალერგენებთან
კონტაქტისას, როგორებიცაა
მტვერი, ყვავილის მტვერი ან
ცხოველების ბეწვი, ცხვირის
ლორწოვანი გარსი შუპდება,
რაც იწვევს ცემინებას,
ქავილს და ცხვირის
გაჭედვას;● სინუსიტი:
ცხვირის დანამატი
წიაღების ანთება იწვევს
ლორწოვანის შეშუპებას,
ტკივილს და სუნთქვის
გაძნელებას;● ანატომიური
ანომალიები: ცხვირის
ძგიდის გამრუდება ან
ადენოიდების გადიდება
ხელს უშლის ნორმალურ
სუნთქვას და იწვევს
ლორწოვანის
შეშუპებას;● ჰორმონალური
ცვლილებები: ორსულობის
დროს ჰორმონალურმა
ცვლილებებმა შეიძლება
გამოიწვიოს ცხვირის
ლორწოვანის შეშუპება;●
გარემო ფაქტორები:
დაბინძურებული ჰაერი,
სიგარეტის კვამლი და სხვა
გამღიზიანებლები იწვევს
ლორწოვანის გაღიზიანებასა
და შეშუპებას.როგორც
ხედავთ, ზემოხსენებული
პრობლემა ბევრ
ფაქტორთანაა
დაკავშირებული —
შესაბამისად, მისი
განვითარების რისკებიც
მაღალია. ამიტომაცაა, რომ
ოტრივინი დიდი
მოთხოვნადობით
გამოირჩევა. პრეპარატი
სამი სახით გვხვდება და
ხელმისაწვდომია PSP-ს
სააფთიაქო
ქსელში:● მენთოლისა და
ევკალიპტის სპრეი;●
საბავშვო წვეთები;●
დამატენიანებელი
სპრეი.ჩვეულებრივ,
თითოეული მათგანი
გამოიყენება გაციების,
სინუსიტის, ალერგიული
რინიტისა და მსგავსი
მდგომარეობების დროს.
თუმცა მისი ხანგრძლივად ან
ზედმეტი დოზებით
მოხმარება რეკომენდებული
არ არის, რადგან შეიძლება
გამოიწვიოს
დამოკიდებულება ან
ცხვირის ლორწოვანი გარსის
დაზიანება.როგორია
პრეპარატის მოქმედების
მექანიზმი ოტრივინის
მოქმედების მექანიზმი
ეფუძნება მის აქტიურ
ინგრედიენტს —
ქსილომეტაზოლინს, რომელიც
სიმპატომიმეტურ
საშუალებას წარმოადგენს.
ის მოქმედებს
ალფა-ადრენერგულ
რეცეპტორებზე, რომლებიც
ცხვირის ლორწოვანში
სისხლძარღვების კედლებში
მდებარეობს.მედიკამენტი
იწვევს ცხვირის ლორწოვანი
გარსის სისხლძარღვების
შეკუმშვას, რის შედეგადაც
ლორწოვან გარსში სისხლის
ნაკადი მცირდება. ეს ხსნის
ცხვირისა და ცხვირ-ხახის
ლორწოვანი გარსის
შეშუპებას. შედეგად
ცხვირით სუნთქვა
მარტივდება.ქსილომეტაზოლინი
სწრაფად იწყებს
მოქმედებას, ჩვეულებრივ
რამდენიმე წუთში. მისი
ეფექტი კი დაახლოებით 10
საათის განმავლობაში
გრძელდება.