საერთაშორისო
მნიშვნელობის
ხაშური-ახალციხე-ვალეს
საავტომობილო გზაზე
მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და M3
კატეგორიის 22-ზე მეტი
დასაჯდომი ადგილის
(მძღოლის ადგილის გარდა)
მქონე მგზავრთა
გადასაყვანად განკუთვნილი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობა
აღდგენილია.მოძრაობა
აღდგა ასევე საერთაშორისო
მნიშვნელობის
თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ50-კმ158
(ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე,
სადაც დაშვებულია
მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.ინფორმაციას
საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.