მართლმადიდებელი ეკლესია
დღეს ნათლისღების
დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაულთან
დაკავშირებული საზეიმო
ლიტურგია ყველა მოქმედ
ტაძარში ჩატარდა.სამების
საკათედრო ტაძარში
ღვთისმსახურება
საპატრიარქო ტახტის
მოსაყდრემ, სენაკისა და
ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა
შიომ (მუჯირი)
აღავლინა.შესრულდა დიდ
აიაზმაში წყალკურთხევის
რიტუალი. ნათლისღების
დღესასწაულზე ტაძრებში
წყალკურთხევის წესი
სრულდება, მსახურების
ბოლოს მორწმუნეებს
ნაკურთხი წყლის სახლში
წაღება შეუძლიათ.მეუფე შიო
მუჯირმა ტაძარში
შეკრებილებს ქადაგებით
მიმართა და ნათლისღების
დღესასწაულის
მნიშვნელობაზე
ისაუბრა.„ამ დღეს ეწოდება
ღვთის განცხადება, იმიტომ,
რომ უფალი იესო ქრისტე
ცნობილი გახდა ხალხისთვის
არა მაშინ, როდესაც იგი
იშვა, არამედ მაშინ,
როდესაც იგი მოინათლა
მდინარე იორდანეზე.
ნათლისღებამდე იგი უცნობი
იყო ხალხისთვის.
ნათლისღების მადლს მოაქვს
თვით ყოვლადწმინდა
სამების მარადის მყოფი
ნათელი და ძალა.
შეგვაძლებინოს უფალმა, რომ
ფართოდ გავუხსნათ ჩვენი
გულები ამ საღმრთო
სინათლეს და ძალას, რომელიც
აქაც გადაგვარჩენს ჩვენ და
შეგვიყვანს ცათა
სასუფევლის მარადიულ
ნათელში“, – განაცხადა
ქადაგებისას მეუფე
შიომ.ნათლისღების
დღესასწაული ერთ-ერთია 12
საუფლო დღესასწაულს შორის.
ის მდინარე იორდანეში
იოანე ნათლისმცემლის მიერ
მაცხოვრის ნათლობას
უკავშირდება. ამ დღიდან
იღებს სათავეს პირველი
საეკლესიო საიდუმლო,
ნათლობის წესი.
ნათლისღებას ღვთის
გამოცხადების
დღესასწაულსაც უწოდებენ.
სახარების მიხედვით,
სწორედ ამ დღეს გამოვლინდა
სამება სრული სახით –
ქრისტეს ნათლობის დროს
სულიწმინდა მტრედის სახით
გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა
გაისმა: „ეს არის ძე ჩემი
საყვარელი, რომელიც მე
სათნო ვიყავ“.