ყაზბეგის მუნიციპალიტეტის
რამდენიმე სოფელში, სადაც
ინტენსიურმა წვიმამ
გადაადგილების პრობლემა
შექმნა, მოძრაობა
აღდგენილია.ქოსელში, უხვი
ნალექის შედეგად
ადიდებულმა მდინარემ
სოფლამდე მისასვლელი გზა
დააზიანა, ხოლო ყანობში
კლდის მასა
ჩამოიშალა.პრობლემები
შეიქმნა სოფელ ხურთისშიც.
ადგილზე მობილიზებული იყო
სპეცტექნიკა და
კეთილმოწყობის სამსახურის
მობილური
ჯგუფები.სოფლებში შექმნილ
ვითარებას, ყაზბეგის
მუნიციპალიტეტის
ხელმძღვანელები გაეცნენ.