საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი
გზებზე არსებულ
ვითარებასთან
დაკავშირებით ინფორმაციას
ავრცელებს.შეზღუდვები
მოქმედებს
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის
გარკვეულ
მონაკვეთებზე.„საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ90-კმ185
(დიზი-უშგული) მონაკვეთზე
მსუბუქი
ავტოტრანსპორტისთვის
დაწესებული შეზღუდვა
მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვებით გადაადგილებაზე
მოხსნილია. მაღალი
გამავლობის
ავტოტრანსპორტის (ორი და
მეტი წამყვანი ხიდის მქონე)
მოძრაობა
თავისუფალია.ამასთან,
აღნიშნული გზის კმ185-კმ192
(უშგული-ლასდილი)
მონაკვეთზე, დროებით
აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.გზის კმ30-კმ184
(ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე
აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრად მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და M3
კატეგორიის 22-ზე მეტი
დასაჯდომი ადგილის
(მძღოლის ადგილის გარდა)
მქონე მგზავრთა
გადასაყვანად განკუთვნილი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობა,
ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.საავტომობილო
გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი)
მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია“, - ნათქვამია
ინფორმაციაში.