საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
ხაშური-ახალციხე-ვალეს
საავტომობილო გზაზე
მისაბმელიანი და ნახევრად
მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგენილია.უწყების
ცნობით, მისაბმელიანი და
ნახევრად მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგა სურამის
სატრანსპორტო კვანძი -
ბორითის
მონაკვეთზეც.„საერთაშორისო
მნიშვნელობის
თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ133-კმ162
(სურამის სატრანსპორტო
კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე
მისაბმელიანი და ნახევრად
მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგენილია“, - აცხადებენ
გზების დეპარტამენტში.