რა ვითარებაა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც ნაკვეთები და ვენახები დაისეტყვა - კადრები

Primetime.ge 5 საათი წინ 2
რა ვითარებაა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც ნაკვეთები და ვენახები დაისეტყვა - კადრები
უამინდობა კახეთში - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მატანსა და ჩაჩხრიალაში, საკარმიდამო ნაკვეთები და ვენახები დაისეტყვა. სტიქია ათ წუთს გაგრძელდა. გადაუღებელი წვიმის გამო, მატანში მდინარე ადიდდა, წყლის უხვი ნაკადი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, შედეგად კი პირველი საბავშვო ბაღის ეზო და 5-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა.ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ატარებდა. ვითარებას ადგილზე გაეცნო ახმეტის მერი. მერის განმარტებით, ზარალს შესაბამისი სამსახურები დაითვლიან.
სრულად წაიკითხეთ სტატია