რა ეტაპზეა გაზმომარაგების აღდგენის პროცესი - „თბილისი ენერჯი“ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 6 თვის წინ 111
რა ეტაპზეა გაზმომარაგების აღდგენის პროცესი - „თბილისი ენერჯი“ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
„თბილისი ენერჯი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზმომარაგების აღდგენის პროცესს მოსახლეობის მიერ ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს. „საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 20:30 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 105 955 აბონენტს.ნუცუბიძეზე მიმდინარეობს დარჩენილი 380 , საბურთალოზე კი 2 616 აბონენტის ჩართვა.სულ, ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ამ დროისთვის ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი.სამუშაოები გრძელდება.რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც. ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია