დადიანის ქუჩაზე
3-სართულიანი სახლის იატაკი
ჩამოინგრა. ამ დროისთვის
ადგილზე სამაშველო
ჯგუფები მუშაობენ.როგორც
„პრაიმტაიმს“ საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურში განუცხადეს,
მაშველებმა შენობიდან 2
დაშავებული გამოიყვანეს,
რომლებიც კონტაქტურ
მდგომარეობაში
იყვნენ.ადგილობრივების
თქმით, კორპუსი ავარიული
იყო. ის კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლად
არის აღიარებული. რაც
შეეხება იატაკის
ჩამონგრევის მიზეზს. ამ
დროისთვის ნგრევის
ოფიციალური მიზეზი
უცნობია, თუმცა კორპუსის
მცხოვრებლები ამბობენ, რომ
პირველ სართულზე მდებარე
აფთიაქში მიმდინარეობდა
რემონტი და სავარაუდოდ,
ისედაც ამორტიზებული
შენობის დაზიანება ამან
გამოიწვია. შემთხვევას
მსხვერპლი არ მოჰყოლია.