რა ახალი დეტალებია ცნობილი ხაშურის ტრაგედიაზე

Primetime.ge 6 საათი წინ 9
რა ახალი დეტალებია ცნობილი ხაშურის ტრაგედიაზე
ხაშურში, მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად.ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი,  დავით ჩიქოვანი ჯერჯერობით ვერ საუბრობს რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება.როგორც მეზობლები ამბობდნენ, დედა- შვილს შესაძლოა ჰქონდეს ნაჭამი აჯაფსანდალი და ძეხვი, ამიტომ გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ბოტულიზმი ყოფილიყო ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დედის კუჭიდან ზონდით ამოღებულ მასაში არ აღმოჩნდა ბოტულიზმის კვალი. შეგახსენებთ, ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი - კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 9 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
სრულად წაიკითხეთ სტატია