
რა არის „ბნელი ჟანგბადი“ – ახალი ექსპედიცია იდუმალ აღმოჩენას დეტალურად შეისწავლის
ზღვის მეცნიერები, რომლებმაც შარშან აღმოაჩინეს, რომ ღრმა ზღვაში, ფსკერზე არსებული კვანძები შეიძლება „ბნელ ჟანგბადს“ გამოიმუშავებენ, სამწლიან პროექტს იწყებენ, რომელშიც უნდა ახსნან თავიანთ აღმოჩენა.
აღმოჩენას სამეცნიერო წრეებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა.
„ახალმა კვლევამ ერთხელ და სამუდამოდ აჩვენოს, რომ ქვის ლითონური გუნდები ღრმა ზღვაში ჟანგბადის წყაროა და უნდა ახსნას ამ პროცესის მოქმედების პრინციპიც. ვიცით, რომ იქ ეს ხდება, მაგრამ არ ვიცით მექანიზმი“, — ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, შოტლანდიის საზღვაო მეცნიერებათა ასოციაციის მკვლევარი ენდრიუ სვიტმენი.
გასული წლის ივლისში გაკეთებულ შოკისმომგვრელ აღმოჩენამდე, სვიტმენმა ათ წელიწადზე მეტი მიუძღვნა ზღვის ფსკერზე სიცოცხლის კვლევას. იქამდე მიიჩნეოდა, რომ ჟანგბადის წარმოება დამოკიდებული იყო მცენარეებზე, წყალმცენარეებზე ან ციანობაქტერიებზე, რომლებიც მზის სინათლის საშუალებით აწარმოებენ ფოტოსინთეზს.
თუმცა, სვიტმენის ჯგუფმა ამ კვანძებში ჟანგბადის დონის ზრდა დააფიქსირა — ზღვის ფსკერის მდიდარ ზონებში, ოკეანის ზედაპირიდან ათასობით მეტრით დაბლა, სადაც არც სინათლე აღწევს და არც მცენარეები იზრდება. მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ეს კვანძები შეიძლება „გეობატარეების“ როლს ასრულებენ, გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, რომელიც წყლის მოლეკულებს წყალბადად და „ბნელ“ ჟანგბადად შლის და ასე, ბუნებრივად აწარმოებს ფოტოსინთეზის გარეშე.
აღმოჩენამ სვიტმენი ძალიან პოპულარული გახადა, მაგრამ ამავე დროს, მრავალი გამოწვევაც მოუტანა. კვლევამ კრიტიკა დაიმსახურა ზოგიერთი მეცნიერის და ღრმა ზღვაში მოპოვებითი საქმიანობით დაკავებული კომპანიებისგან, რომლებიც ამ კვანძებს მწვანე ენერგიაზე გადასვლისთვის საჭირო ძვირფასი მასალებისათვის მოიპოვებენ.
კომპანია The Metals Company (TMC), რომელმაც სვიტმენის კვლევის გარკვეული ნაწილი დააფინანსა, მისი აღმოჩენის ყველაზე დიდი კრიტიკოსი გახდა. კომპანიის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს პუბლიკაცია, რომელშიც ირწმუნებიან, რომ აღმოჩენას სრულიად არ უჭერს მხარს მტკიცებულებები და ჩნდება კითხვები კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ.
მათი განცხადებით, უჩვეულო მონაცემთა მიზეზი შეიძლება გახდა აღჭურვილობის ხარვეზი ან არასწორი გამოყენება; იქვე აცხადებენ, რომ სხვა მკვლევართა მიერ იმავე პროცედურების გამოყენებით ჩატარებულმა კვლევამ მსგავსს ვერაფერს მიაგნო.
„ამავე მეთოდების გამოყენებით ათწლეულობის განმავლობაში მიმდინარე კვლევებში, მეცნიერებს არასოდეს აღმოუჩენიათ „ბნელი ჟანგბადის“ მტკიცებულება. ექსტრაორდინარული განცხადება ექსტრაორდინარულ მტკიცებულებას მოითხოვს. ამას ჯერ კიდევ ველოდებით“, — ამბობს The Metals Company-ს ხელმძღვანელი ჟერარ ბარონი.
ვრცლად პირველ არხზე