რა არის ISEE? – ISEE ეს არის
ოჯახის ერთეულის
ეკონომიკური „პირადობის
მოწმობა“ , ანუ დოკუმენტი
ე.წ. ოჯახური სტატუსის
შესახებ და ოჯახში
მცხოვრები ყველა პირისა და
ერთობლივ ეკონომიკური
დონი განსაზღვირს
შესახებ.ISEE არის ძირითადი
ინსტრუმენტი გარკვეული
ბონუსების ან
სუბსიდირებული სოციალური
შეღავათების მისაღებად,
რომელსაც წლის მანძილზე
სახელმწიფო
გასცემს.ხსენებული
დოკუმენტის დამზადება
ყოველწლიურად ხდება ე.წ.
„კაფ-პატრონატოებში“ და
მისი მოქმედების ვადაა 31
დეკემბერი.რისთვის
გამოიყენება ISEE?როგორც
ზემოთ აღვნიშნეთ, ISEE არის
ინსტრუმენტი, რომლითაც
მოწმდება, აქვს თუ არა
ოჯახს გარკვეული
სუბსიდიების, შეღავათების
და შემწეობის მიღების
უფლება მათი ეკონომიკური
მდგომარეობიდან
გამომდინარე.რამდენიმე
პრაქტიკული
მაგალითისთვის, ISEE უნდა
წარადგინოთ, როდესაც გსურთ
მიიღოთ:➡️ფასდაკლება
გაზის, წყლის ან
ელექტროენერგიის
გადასახადებზე (ე.წ.
სოციალური ბონუსები
);➡️ფასდაკლება ტელეკომის
ლიცენზიის და RAI ლიცენზიის
მოსაკრებლებზე;➡️ფასდაკლება
საზოგადოებრივ
ტრანსპორტზე;➡️ფასდაკლებები
უნივერსიტეტის
საფასურზე;➡️შეღავათები
შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე
პირებისთვის;➡️შეღავათები,
როგორიცაა ინკლუზიური
შემწეობა, ტრენინგები და
სამუშაო მხარდაჭერა,
ერთიანი უნივერსალური
შემწეობა ან ფსიქოლოგის
ბონუსი;წყარო: aprioritv.com