ასტროფსიქოლოგი გიორგი
ლობჯანიძე აღდგომის
ბრწყინვალე დღესასწაულთან
დაკავშირებით რამდენიმე
მნიშვნელოვან ინფორმაციას
ავრცელებს:„წითელი
პარასკევი - ძალიან
მნიშვნელოვანი დღეა მთელი
წლის განმავლობაში.
გეტყვით ძირითად
საკითხებს, რაზეც შეიძლება
ყურადღების
გამახვილება:ამ დღეს არ
ულოცავენ ერთმანეთს!
ებრაელმა ხალხმა,
მწიგნობრებმა და
ფარისევლებმა განკაცებულ
ღმერთს, მესიას გამოუტანეს
სასიკვდილო განაჩენი.
რატომ? პასუხი ასეთია:
ებრაელ ხალხს არ სურდა
ისეთი მესია, ისეთი მეფე,
რომელიც დამცირებას
აიტანდა, მოითმენდა,
რომელიც სიყვარულს
იქადაგებდა, მათ შორის
მტრის სიყვარულსაც. იმ
ეპოქაში სიყვარულზე,
მოთმინებსა და
კეთილსინდისიერებაზე
საუბარი ზედმეტი იყო. მათი
ცრუ გაგებით, ვერცერთი
მიწიერი დაპირება ვერ
მიიღო ამ ერმა და ამიტომაც
არჩიეს ქრისტეს ბარაბა
სამსჯავროზე.ქრისტე კი
დროებით, სულით მიდის
ქვეშეთში ,,ჯოჯოხეთში",
იმისთვის, რადგანაც და
როგორც იცით, ძველი აღთქმის
წლებში დედამიწაზე
განკაცებული ნებისმიერი
სული ბოლოს მაინც შავეთს
მიდიოდა, მეტსაც გეტყვით
ბერძნული წყაროები
მოწმობს, ასეთ გასაოცარ
ფაქტს, ეს დოკუმენტურ
ფილმშიცაა ნაჩვენები, თუ
შევძელი დავდებ ლინკს,
რადან ძველი ვერსიაა:
საუბარია იმაზე, რომ ქრისტე
ჯოჯოხეთში, ამჯერად,
ამარცხებს ,,ჰადესს", ხოლო
მისგან გაწამებული სულები
კი ამოყავს და
ათავისუფლებს მათ, ასე და
ამგვარად, ნებისმიერი
გასაღები მის ხელშია და მის
სამართლიანობას ეფუძვნება
სამყაროში არსებული
პროცესები. ხოლო მაგ ტიტან
,,ვითომ" ღმერთებს კი
გავლენა აღარ აქვთ სხვებზე,
თუ თავად, თავისუფალი ნებით
არ დაემორჩილა ადამიანი
დემონურ ძალას.კვერცხი
სიცოცხლის სიმბოლოა.
წითელი, მეწამული ფერი კი
სამეფო ფერია. სიცოცხლის
არსში კი ღმერთი სუფევს.
ქრისტეს აღდგომის შემდეგ
კი მოწაფეებმა დაიწყეს ამ
სასიხარულო ამბის უწყება.
წმინდა მარიამ
მაგდალინელი კი რომში
წავიდა და შევიდა
იმპერატორთან უპრობლემოდ
მისი ცნობადობის გამო და
ახარა ქრისტეს აღდგომა.
იმპერატორმა კი უპასუხა,
დაუჯერებელია, როგორც ეს
კვერცხი ვერ გაწითლდება,
ისე ვერ მოხდებოდა ეგ
ამბავიო. კვერცხი კი ამ
დროს მართლა გაწითლდა. ამ
დღიდან მოყოლებული
ქრისტიანები ასე
ეგებებიან აღდგომის
დღესასწაულს.ეცადეთ ასეთ
მძიმე დღეს ზედმეტად არ
დაიტვირთოთ არანაირი
საქმით. ყველანაირი
პირადული გადადეთ გვერდზე.
ზედმეტი ხმაური,
ხალხმრავალი ადგილები,
ფული, მიღწევები, ქეიფი ... ეს
ბოლო აღდგომის დღეები
უმჯობესი იქნება და წითელ
პარასკევს, მით უმეტეს.
საქართველო მოძრაობს
ქრისტიანულ ენერგო ველში,
ხოლო ამ რელიგიურ ველში,
როცა მასობრივად ქვეყანა
უკუსვლით მოძრაობს, ეს
ძალიან ნეგატიურად ეხება
შემდგომ მთელ ერს. მარტივ
ენაზე ვიტყვი -
საზიანოა.ყველა აღდგება
მკვდრეთით - ადამიანის
სამშვინველი და ეთერული
სხეული არსად არ იკარგება,
ამას მხოლოდ რელიგიის
მსახურები არა, საკმაოდ
წინწასული ბრძნულად
მოაზროვნე ფილოსოფოსებიც
ადასტურებენ და ამ აზრს
ვიზიარებ მეც და მთელი
სახარებაც. კითხვიდან:
როგორი იქნება მკვდრეთით
აღმდგარი ადამიანის
სხეული? პასუხი
შემდეგნარია: განა მხოლოდ
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით?
მკვდრეთით აღსდგა მარიამ
ღვთისმშობელი, ასევე დიდი
ტრანსფორმაცია განიცადა
წმინდა იოანე
ღმრთისმეტყველის სხეულმა
სულითურთ და სხვა
წმინდანებმაც ... ხოლო
მკდრეთით აღდმგარი
მართალთა სხეულები იქნება
განსულიერებული, როგორც
ქრისტეს სხეული იყო
უჭკნობი, არა კვდომისკენ,
არა ხრწნადობისკენ, არამედ,
მარადიულობისკენ
მიდრეკილი, ზუსტად ასეთი
განსულიერებული სხეული
ექნება მართალს. მეტსაც
გეტყვით ძალიან ბევრი
წმინდანის სხეული
იქნებოდა ზეცად ატაცებული,
მაგრამ მათი წმინდა
ნაწილები მიწაზეა, ისევ
ადამიანთა შემწეობისთვის,
რომ წარმართულად
მოაზროვნე როგორმე გონს
მოეგოს. თუ ადამიანს
სასწაული არ უჩვენე, ისე,
სამწუხაროდ, არ გიჯერებს.
ჯვარზე გაკრულ ღმერთსაც
კიდევ სასწაულს სთხოვდნენ,
სამწუხაროდ ... იმდენად
გონდაკარგული ,,სავლეა"
ადამიანი.აღდგომის მეორე
დღეს, მხოლოდ მიცვალებულთა
პატივსაცემად კი არ მიდის
ადამიანი საფლავზე, არამედ,
ზუსტად იმიტომ რომ
კაცობრიობის ერთადერთი
მტერი სიკვდილი დახშულია,
გაუქმებულია. მისი ბოლომდე
გაუქმება კი იქნება
ქრისტეს მეორედ დიდებით
დაბრუნების დროს.
შესაბამისად, ქრისტეს
სამართლიანობაც ზუსტად
იმაში მდგომარეობს, რომ
თითოეულ ინდივიდს
ჩადენილი საქმისამებრ
მიანიჭოს თავისი, რადგან
ადამიანი მხოლოდ სულით კი
არ სცოდავს ან აკეთებს
სიკეთეს, არამედ, ხორცითაც
და შესაბამისად ყველას
თავისივე განსულიერებულ
ხორცში მოეკითხება პასუხი.
ისევე, როგორც ქრისტე
ადამიანს ყველაფრით იღებს,
ყველაფრით უყვარს მარტო
სულით არა, სამშვინველით,
ფსიქიკით, სხეულით ...ეცადეთ,
რომ წითელ კვერცხებზე
ხატები და ქრისტიანული
ატრიბუტები არ გამოსახოთ.
ეს კვერცხები გატყდება და
ხატის გამოსახულებიანი
ნაფცქვენები წავა ურნაში.
ამიტომ ბიზნესად ნუ აქცევთ
ყველაფერს და ნურც ცოდვაში
ჩაყოფთ ფეხს!,,მამაო,
მიუტევე ამათ, რამეთუ არა
იციან, რასა იქმან". (ლუკა. 23,34)
იმდენად უსაზღვროდ დიდია
ჯვარზე გაკრული ქრისტე
ღმერთის სიყვარული
ადამიანებისადმი, რომ
იქიდანაც კი მოუხმობს
სამების პირველ ჰიპოსტასს,
ანუ მამა ღმერთს ჩვენი
ცოდვების მიტევებისთვის!
ხომ არნახულადაა ნაცემი,
ეკლის გვირგვინი აქვს
თავზე დადგმული და
ჩარჭობილი, ხორცი
ამოგლეჯილი,
გამათრახებული და
დალურსმნული ჯვარზე,
მაგრამ იქიდანაც ჩვენზე
ფიქრობს. სამწუხარო კი ის
არის, რომ ჩვენი
უგუნურობით,
ამპარტავნობით,
ურწმუნობით, გარყვნილებით,
სიცრუით და დემონური
სულისკვეთებით, თითოეული
ცოდვის დროს ვაკრავთ
ხელმეორედ ქრისტეს ჯვარზე.
გაცნობიერებით იწყება
ყველა პროცესი, მაგრამ
დღევანდელ დროში, რაც
ხდება, ამ საყოველთაო
სულიერ მარაზმში, რთულია
საერთოდ ქრისტეზე საუბარი
კი არა მისი ხსენებაც კი.
ჭეშმარიტი გრძნობა,
სიყვარული და სიმართლე
არასდროს ყოფილა
პოპულარული და ვინც ამას
ამბობს, ანუ მის გზას
მიჰყვება - წუთისოფელი
მასაც ჯვარზე გააკრავს,
ოღონდ სხვადასხვა დროში -
სხვადასხვა
ფორმით.სულიერად ნაყოფიერ
დღეებს გისურვებთ!
იმუშავეთ თქვენს შიგნით.
შიდა სამყაროს თუ მოერევით,
გარეთ ბრძოლა აღარ
გაგიჭირდებათ.პ.ს. ,,გრაალის"
თასსა და იოსებ
არიმათიელის ამბებზე
ვეცდები სხვა დროს
გარკვეული ინფორმაციები
მოგაწოდოთ.“ - წერს
ლობჯანიძე.