ტელეკომპანია “პოსტ TV” -ის
მიერ პროკურატურისთვის
მომართული განცხადების
საფუძველზე,ტელეკომპანიის
ჟურნალისტის მარიამ
ნებიერიძისთვის პროფესიულ
საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლის ფაქტზე,
სპეციალურმა საგამოძიებო
სამსახურმა გამოძიება
დაიწყო,საქართველოს
სისხლის სამართლის
კოდექსის 154-ე მუხლის
პირველი ნაწილით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ნიშნებით. გამოძიების
დაწყებას საფუძვლად დაედო,
ტელეკომპანია ,,პოსTV“-ის
შეტყობინება, რომლის
მიხედვითაც, 2025 წლის 12
ივნისს, აღნიშნული
ტელეკომპანიის ჟურნალისტი
- მარიამ ნებიერიძე
ახორციელებდა ჟურნალისტურ
საქმიანობას თბილისის
საქალაქო სასამართლოს
ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ
მყოფმა პირებმა ფიზიკური
და სიტყვიერი
დაპირისპირების გზით
უკანონოდ შეუშალეს ხელი
ჟურნალისტური საქმიანობის
განხორციელებაში.