ჟინვალი-ბარისახო-შატილის
საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე
კლდის მასივის ჩამოშლის
გამო, ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აიკრძალა. ამის შესახებ
ინფორმაციას საავტომობილო
გზების დეპარტამენტი
ავრცელებს."შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ჟინვალი-ბარისახო-შატილის
საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე
კლდის მასივის ჩამოშლის
გამო დროებით, შესაბამისი
ღონისძიებების
გატარებამდე, აკრძალულია
ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.ადგილზე
მიმდინარეობს შესაბამისი
ტექნიკის მობილიზება და
გაწმენდითი სამუშაოები
უმოკლეს პერიოდში
დაიწყება," - ნათქვამია
განცხადებაში.