რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააფართოვა და შესაბამის ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა.
ახლა საქართველოს მოქალაქეები რუსეთში უვიზოდ შესვლას 90 დღეზე მეტი ვადით შეძლებენ. აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო შესვლა ამ ვადით, 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთში სამუშაოდ ან სწავლის მიზნით ჩადიოდა. ახლა მათთვის შეზღუდვები მოხსნილია.
მიმდინარე წლის მაისში რუსეთმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. მანამდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.