
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ საჭიროა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები „არა საჯაროდ, არამედ მშვიდად, წყნარ ვითარებაში“ ჩატარდეს და განაცხადა, რომ „უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს შეხვედრისთვის ლიდერების დონეზე.”
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში იმედგაცრუება „გადაჭარბებული მოლოდინებიდან გამომდინარეობს“. პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებების საჭიროებისა და ომის მიმდინარეობის შესახებ ისე ილაპარაკა, რომ არ ახსენა აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნა, 10 დღის განმავლობაში აჩვენოს პროგრესი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არც კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე გაუკეთებია კომენტარი, რომლის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ პასუხად „ტელეგრამზე“ დაწერა: „ჩვენ რუსეთისგან განცხადებებს ვისმენთ და თუ ეს მათი სერიოზული მზადყოფნის სიგნალია, ღირსეულად დაასრულონ ომი და დაამყარონ ჭეშმარიტად მდგრადი მშვიდობა და არ არის მხოლოდ ომისთვის მეტი დროის მოგებისა და სანქციების გადავადების მცდელობა, მაშინ უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას, ნებისმიერ დროს შეხვედრისთვის ლიდერების დონეზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა: „უკრაინა გთავაზობთ, ტექნიკურ დონეზე განცხადებების გაცვლიდან და შეხვედრებიდან ლიდერებს შორის საუბრის დონეზე გადასვლას. ამერიკამ ეს შემოგვთავაზა, უკრაინამ მხარი დაუჭირა. რუსეთის მზადყოფნაა საჭირო“.
radiotavisupleba.ge