პუტინი მსოფლიოს ახალ წესრიგზე საუბრობს

News.ge 1 თვე წინ 57
პუტინი მსოფლიოს ახალ წესრიგზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში გამართულ კონფერენციაზე მსოფლიოს ახალი წესრიგის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დასავლური ცივილიზაცია ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორია, მაგრამ არა ერთადერთი. მან თქვა, რომ მსოფლიოს ახალ, პოლიფონიურ წესრიგში ყველანაირ ჰეგემონიაზე საუბარი უნდა შეწყდეს.
ამბობს, რომ ოპონენტებისგან განსხვავებით მოსკოვი არ ცდილობს საკუთარი მსოფლმხედველობის სხვებზე მოხვევას და სწორედ ს არსებობაა იმის გარანტი, რომ მსოფლიო იქნება მრავალფეროვანი, სადაც ყველა ხმას აუცილებლად მოისმენენ.
აგრეთვე, ვლადიმერ პუტინმა -ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თუმცა მისი თქმით, ტრამპისთვის პირადად დარეკვას არ აპირებს და თუ დასავლეთში ლიდერები გადაწყვეტენ თავად დარეკვას, პუტინი მზადაა ურთიერთობის აღსადგენად.
„ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, რუსეთი დასავლურ ცივილიზაციას მტრად არ აღიქვამს და არ აყენებს არჩევანს „ჩვენ თუ ისინი“. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – „თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ“ – ჩვენ ეს არასდროს გვითქვამს. არ გვსურს ვინმეს რამე ვასწავლოთ, არ გვსურს მსოფლმხედველობა ვინმეს თავზე მოვახვიოთ. ჩვენი პოზიცია ღია და ნათელია: დასავლეთმა დააგროვა უზარმაზარი ადამიანური, ინტელექტუალური, კულტურული და მატერიალური რესურსი, რომლის დახმარებითაც წარმატებით ვითარდება და ინარჩუნებს მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტორის სტატუსს, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთს, სხვა საერთაშორისო აქტორებთან ერთად. ახალ საერთაშორისო სისტემაში არანაირ ჰეგემონიაზე საუბარიც კი არ იქნება“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
„დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ახალი წესრიგის შექმნა მხოლოდ მრავალხმიანობაზე დაფუძნებით იქნება შესაძლებელი. თუ მოგწონთ, ჩვენ მივდივართ არა ერთპოლუსიანი მსოფლიოსკენ, არამედ პოლიფონიური მსოფლიოსკენ, სადაც ყველა ხმას აუცილებლად მოისმენენ. მათ, ვინც მიეჩვია ერთპოლუსიანობას, მოუწევს შეეგუოს ახალ მსოფლიო წესრიგს“, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.
„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. მე უკვე ვთქვი, რომ მზად ვართ ვიმუშაოთ აშშ-ის ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, რომელსაც ამერიკელი ხალხის ნდობა აქვს. ეს ნამდვილად ასე იქნება პრაქტიკაში. იცით, მე სამარცხვინოდ არ მიმაჩნია დარეკვა, უბრალოდ ამას არ ვაკეთებ, რადგან დასავლური ქვეყნების ლიდერები ყოველ კვირას მირეკავდნენ და უეცრად შეწყვიტეს. მათ არ სურთ დარეკვა, კარგი, არაა საჭირო. როგორც ხედავთ, ცოცხლები ვართ, ჯანმრთელად და ვვითარდებით. თუ რომელიმე მათგანს სურს ურთიერთობის აღდგენა, ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს“, – ვლადიმერ პუტინი.
საერთაშორისო კონფერენცია რუსეთის ქალაქ სოჭში რამდენიმე დღე გაგრძელდება.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია

სრულად წაიკითხეთ სტატია