„პროცესი მივიდა იქამდე, რომ დღეს გვყავს უამრავი ღირსებააყრილი ადამიანი - გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგებს“ - კახა კინწურაშვილი

Primetime.ge 1 თვე წინ 20
„პროცესი მივიდა იქამდე, რომ დღეს გვყავს უამრავი ღირსებააყრილი ადამიანი - გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგებს“ - კახა კინწურაშვილი
დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პირების გათავისუფლების მოთხოვნით, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები აქციებს მართავენ. საპროტესტო მსვლელობა რამდენიმე ადგილას გაიმართა.ამ წუთებში ხელოვანები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებიან. მანამდე ისინი ჯერ თეატრალურ უნივერსიტეტთან მივიდნენ, სადაც მათ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი შეხვდა, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრთან გადაინაცვლეს. აქ ისინისამხატვრო ხელმძღვანელს, გოგი მარგველაშვილს ესაუბრნენ.აქციის მონაწილეები კოლეგებისგან დაკავებებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ."ეს პროცესი მივიდა იქამდე, რომ დღეს ჩვენ გვყავს უამრავი ღირსებააყრილი ადამიანი. უბრალოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ მივიდეთ იქამდე, რომ ეს არის ინსტიტუცია. გვინდა ვთქვათ და აქედან, ამდენმა ხალხმა გამოვუცხადოთ სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს. არის ჩიხში შესული ყველაფერი, ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ გამოსავალი", - აცხადებს მსახიობი კახა კინწურაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია