პროფკავშირების შენობასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო

Primetime.ge 14 საათი წინ 5
პროფკავშირების შენობასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო
ხმაური პროფკავშირების შენობასთან - მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირების წევრები აცხადებენ, რომ ისინი გამგეობის სხდომაზე არ დაუშვეს, რომელზეც მათი საქმიანობის საკითხი განიხილებოდა.მათივე განცხადებით, შენობაში შესვლა სცადეს, რა დროსაც მათ გარკვეული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.„ადამიანებს, ვისაც იქ დასწრების სურვილი და უფლება ჰქონდათ არ დაასწრეს. ადამიანთა მეორე ჯგუფი, რომლებიც გვედავებიან იმას, რომ ჩვენ არასწორად განვკარგავთ "ლაბორის“ საქმიანობას, ის ადამიანები ყველა იყო. მე სამართლიანობისთვის აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ადამიანების დასწრებაც. სამწუხაროდ ამ პერიოდში ქვემოთ მობილიზებული იყვნენ გარკვეული სახის ჯგუფები, ჯერ ვერ გაგვირკვევია ვინ არიან ეს ადამიანები და პროფკავშირი "ლაბორის“ წევრებს, როგორც მე მითხრეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტს ვუკავშირებ იმას, რომ ამ ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული აზრი“, - აცხადებს "ლაბორის“ თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე.მომხდარს უარყოფენ პროფკავშირებში, სადაც პროვოკაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გამგეობის სხდომას "ლაბორის" თავმჯდომარეც ესწრებოდა, სხდომის შემდეგ კი რა მოხდა, მათ არ იციან."გამგეობის ერთ-ერთი წევრი არის "ლაბორი“ და ის წარმოდგენილი იყო. მას რაიმე ტიპის შუამდგომლობა, რომ ვთქვათ წარმომადგენელი ჰყოლოდათ სხდომაზე, წინასწარ არ გამოუგზავნია და ასევე იყვნენ მოწვეული პირები, ვისი განცხადებაც იხილებოდა. ვაკონკრეტებ, ესენი არიან "ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები. ჩვენ სხდომაზე ვიყავით და დეტალურად არ ვართ ინფორმირებული, მაგრამ იყო მათი მხრიდან პროვოკაცია და ფაქტობრივად, მე გამოვრიცხავ, რომ ვინმეს მათ მიმართ ფიზიკური ზეწოლა განეხორციელებინა, თუმცა როგორც გითხარით მე არ ვიყავი ფიზიკურად იქ“, - აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია