პროტესტის მე-12 დღე, უცვლელი
მოთხოვნებით მოქალაქეები
ისევ პარლამენტის წინ
იკრიბებიან. ახალი
არჩევნები და იმ პირების
დასჯა, რომლებიც
დემონსტრანტებსა და
მედიის წარმომადგენლებს
სასტიკად გაუსწორდნენ -
დღესაც ამ მოთხოვნებით
გამოვიდნენ რუსთაველის
გამზირზე მოქალაქეები.
საკანონმდებლო ორგანოსთან
მობილიზებულია საპატრულო
პოლიცია, თუმცა - მცირე
რაოდენობით.დედაქალაქის
მთავარ გამზირზე
გადაკეტილია საავტომობილო
გზა.მომიტინგეებს,
ტრადიციულად, მიტანილი
აქვთ საქართველოსა და
ევროკავშირის დროშები.ამ
დროისთვის, აქციაზე მშვიდი
ვითარებაა, დაძაბულობას
ადგილი არ ჰქონია. აქციის
მონაწილეები კვლავ
აპირებენ მთელი ღამის
განმავლობაში აქციაზე
დარჩენას.რაც შეეხება
პარალელურ ქუჩებს -
ჭიჭინაძისა და 9 აპრილის
ქუჩებზე არც
დემონსტრანტები და არც -
სამართალდამცველები არ
არიან.დემონსტრანტებს
ჯერჯერობით არ
გამოუყენებიათ ფოიერვერკი
და არც რკინის ჯებირებზე
ბრახუნის ხმა ისმის.