რუსთაველის გამზირზე 21-ე
დღეა პროტესტი
მიმდინარეობს.დღეს,
მოქალაქეებმა სხვადასხვა
ლოკაციაზე დაგეგმეს მარში,
20:00 საათზე კი ყველა
რუსთაველის გამზირზე
გაერთიანდა.ამ დროისთვის,
რუსთაველის გამზირზე
საავტომობილო მოძრაობა
შეზღუდულია.ბოლო
რამდენიმე დღეა თბილისის
ცენტრალურ გამზირზე
მიმდინარე საპროტესტო
აქციებთან ერთად
სხვადასხვა სფეროს და
პროფესიის
წარმომადგენლები
დედაქალაქის ქუჩებში
მარშებს აწყობენ დღის
ბოლოს კი პარლამენტის
შენობასთან
იკრიბებიან.შეკრებილები
„ქართული ოცნების“ 28
ნოემბრის გადაწყვეტილებას
აქცია-მსვლელობებით
აპროტესტებენ.მათი
მოთხოვნა უცვლელია -
დაინიშნოს ხელახალი
არჩევნები და
გათავისუფლდნენ პროტესტის
დროს დაკავებული
მოქალაქეები.