პროტესტის მე-16 დღეს, დღის
განმავლობაში
პარალიზებული იყო
თბილისის ცენტრის
რამდენიმე ლოკაცია, ამ
წუთებში კი ყველა ერთად,
ისევ რუსთაველის
გამზირზეა შეკრებილი.
საავტომობილო მოძრაობა
მთავარ გამზირზე უკვე
საღამოს 7 საათისთვის
გადაიკეტა, მანამდე
თითქმის მთელი დღე
საპროტესტო მსვლელობები
იყო ქალაქის მასშტაბით.
მოთხოვნა იგივეა -
დაკავებულების
გათავისუფლება და ახალი,
ვადამდელი არჩევნები.ამ
დროისთვის აქცია
მშვიდობიანად
მიმდინარეობს, ადგილზე
საპოლიციო ძალები არ არიან
მობილიზებულები, ასევე არ
არიან სპეცდანიშნულების
რაზმები.აქციის
მონაწილეები არ იყენებენ
სხვადასხვა პიროტექნიკას
და აქციას მხოლოდ
მშვიდობიანი სახე აქვს,
დემონსტრანტები ამბობენ,
რომ იქამდე არ დაიშლებიან,
ვიდრე მათი მოთხოვნები
დაკმაყოფილებული არ
იქნება.შეგახსენებთ,
მორიგი საპროტესტო ტალღა
საქართველოში
ხელისუფლების 28 ნოემბრის
გადაწყვეტილებას მოჰყვა.
მას შემდეგ რაც
ხელისუფლებამ განაცხადა,
რომ 2028 წლამდე თავად აღარ
იქნება ევროკავშირში
გაწევრიანების
მოლაპარაკების გახსნის
მოთხოვნის ინიციატორი.