საქართველოს ტურიზმის
ეროვნულ ადმინისტრაცია
მსოფლიოში ყველაზე დიდ
ტურისტულ გამოფენაზე
ეროვნული სტენდით წარდგა. ITB
Berlin-ის გამოფენას ესწრებიან
კერძო სექტორის
წარმომადგენლებიც.
გამოფენის მნიშვნელობაზე
საუბრობს პრომეთეა
ვოიაჟის წარმომადგენელი
მარიამ პაპუნაშვილი. „ეს
გახლავთ ერთ-ერთი მსხვილი
საერთაშორისო გამოფენა. აქ
ვართ იმისთვის, რომ
წარვადგინოთ საქართველო,
როგორც ტურისტული
სამოგზაურო მიმართულება.
საშუალება გვაქვს
შევხვდეთ უცხოელ კოლეგებს.
ITB ბერლინის გამოფენა
ძალიან კარგი საშუალებაა
პირადად გავიცნოთ ჩვენი
პარტნიორები თუ მომავალი
პოტენციური პარტნიორები,
გავაცნოთ მათ საქართველოს
ტურისტული და კულტურული
პოტენციალი, ასევე
სათავგადასავლო
მიმართულება, რაც ბოლო
პერიოდში ძალიან
ტენდენციურია და
საინტერესოა მათთვის.
იმედი გვაქვს, დიდი
დაინტერესება იქნება
გერმანიიდან და არა მხოლოდ
გერმანიიდან, ასევე
ევროპის სხვა
ქვეყნებიდან“-აცხადებს
მარიამ პაპუნაშვილი. ITB
Berlin-ზე 190 ქვეყანაა
წარდგენილი, გამოფენას 100
ათასზე მეტი ვიზიტორი
სტუმრობს. ITB Berlin-ის
გამოფენაში 5600 ტურისტული
კომპანია და ორგანიზაცია
მონაწილეობს.