ჩორჩანის ეპიზოდთან
დაკავშირებით გენერალურ
პროკურატურაში გამოძიება
გრძელდება. დღეს
გამოკითხვაზე დაბარებულნი
არიან ჩორჩანას მკვიდრი
ელგუჯა ხარაზიშვილი და
შიდა ქართლის ყოფილი
გუბერნატორი გიორგი
ხოჯევანიშვილი.გუშინ
გამომძიებლებმა
გამოჰკითხეს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის ყოფილი
მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
მისი თქმით, მას სოფელ
ჩორჩანაში საგუშაგოს
განთავსებასთან
დაკავშირებით ინფორმაცია
ჰქონდა, თუმცა არ ყოფილა
გადაწყვეტილების მიღების
პროცესში ჩართული და არ
ახსენდება, განიხილეს თუ
არა ეს საკითხი მთავრობის
სხდომაზე.„ჩემთვის
ცნობილი იყო, რომ საგუშაგო
უნდა განთავსებულიყო,
ასევე იმასთან
დაკავშირებით, რომ გზის
გაყვანის საჭიროება იყო იმ
ეტაპზე, რადგანაც
არსებობდა როგორც
ტერიტორიის მიტაცების
რისკი, ასევე
ბორდერიზაციის აქტიური
პროცესიდან გამომდინარე.
ვერ გეტყვით, იყო თუ არა
შეთანხმებული, ვისთან რა
ფორმით და როგორ. ეს იყო
ცნობილი ჩემთვისაც, მათ
შორის, როგორც
მინისტრისთვის მაშინ, როცა
ჯერ კიდევ გზის გაყვანის
სამუშაოების საჭიროება
იყო“, - აღნიშნა
ცქიტიშვილმა.2019 წელს, სოფელ
ჩორჩანაში საგუშაგოს
გახსნის შედეგად
განვითარებულ მოვლენებთან
დაკავშირებული საკითხებს
2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელმა
პარლამენტის დროებითი
კომისიაც სწავლობს.
საგამოძიებო კომისიამ
აღნიშნული საკითხი 11
ივნისს განიხილა.სხდომაზე
გამოკითხვაზე მისულმა,
ჩორჩანას მკვიდრმა, ელგუჯა
ხარაზიშვილმა განაცხადა:
„გაიხსნა ეს საგუშაგო თუ
არა, გავიდა ცოტა ხანი და
სოფელ წაღვლის
ტერიტორიაზე შემოვიდნენ
და რუსებმა გააკეთეს
საგუშაგო. გაკეთდა რუსების
საგუშაგო და წაიღეს სოფელ
წაღვლის ტყე, შემოვიდნენ
დაახლოებით
კილომეტრნახევარი.
ვერანაირად ვეღარ
შევდივართ, 2019 წლის 24
აგვისტომდე შევდიოდით.“