საქართველოს პროკურატურა
ჩორჩანას ეპიზოდთან და
აღნიშნულ საკითხზე
ვახტანგ გომელაურის
უწყებაში დაბარებასთან
დაკავშირებით ინფორმაციას
ავრცელებს.„საქართველოს
პროკურატურაში
მიმდინარეობს გამოძიება
საბოტაჟის, დამამძიმებელ
გარემოებაში საბოტაჟის
მცდელობის, უცხოეთის
ორგანიზაციისათვის და
უცხოეთის კონტროლს
დაქვემდებარებული
ორგანიზაციისათვის მტრულ
საქმიანობაში დახმარების
და საქართველოს
კონსტიტუციური წყობილების
და ეროვნული უშიშროების
საფუძვლების წინააღმდეგ
მიმართული
საქმიანობისთვის
ფინანსების მობილიზების
ფაქტზე, საქართველოს
სისხლის სამართლის
კოდექსის 318-ე მუხლის
პირველი ნაწილით, 19, 318-ე
მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე
და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“
ქვეპუნქტით.მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში
სხვა საკითხებთან ერთად
შესწავლის საგანს
წარმოადგენს 2019 წლის 24
აგვისტოს სოფელ
ჩორჩანასთან საოკუპაციო
ხაზის გასწვრივ
საქართველოს შინაგან
საქმეთა ყოფილი მინისტრის,
გიორგი გახარიას მიერ
განხორციელებული ქმედება.
მიმდინარე გამოძიების
ფარგლებში მოწმის სახით
დაბარებულ იქნა ვახტანგ
გომელაური, რომელიც 2019 წლის
აგვისტოს მდგომარეობით
იკავებდა საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსის
პოზიციას.საზოგადოებას
შევახსენებთ, რომ ჩორჩანას
საგუშაგოსთან
დაკავშირებული საეჭვო
გარემოებების შესწავლა
ასევე მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის ფორმატში, სადაც
განმარტების მისაცემად
იმყოფებოდა საქართველოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია. საქმეზე
გრძელდება გამოძიება,
რომლის მიმდინარეობის
შესახებ საზოგადოებას
პერიოდულად მივაწვდით
ინფორმაციას“, - აღნიშნულია
ინფორმაციაში.