მაკრონის განცხადება
მმართველ გუნდში შეაფასეს.
მამუკა მდინარაძის
განცხადებით, საქართველო
პარტნიორებს, ყველა გარე
აქტორს ელაპარაკება
ღირსეულად, ეროვნული და
სახელმწიფო ინტერესების
გათვალისწინებით.საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი,
ფრაქცია "ქართული ოცნების"
თავმჯდომარე მამუკა
მდინარაძე აცხადებს, რომ
ქვეყანა ვითარდება, როგორც
ეკონომიკურად ასევე
დამოუკიდებლობის
ხარისხითაც."მე მგონია, რომ
ოპოზიციამ ეს განცხადება
მკაცრად უნდა გააკრიტიკოს,
რადგან მთავრობაა
ნახსენები და ესენი ხომ
დასდევენ მსგავს
განცხადებებს. ისინი
გახსოვთ, რომ ჰერჩინსკის
აბულინგებდნენ იმის გამო,
რომ საგარეო საქმეთა
მინისტრს შეხვდა და ხელი
ჩამოართვა. პრობლემა იცით
რა არის? ჩვენ დღის წესრიგს
გვიქმნიან არა რაიმე
ქმედებების, არამედ ვინ რა
განცხადებებს აკეთებს
იმის მიხედვით.მთელი დღე
დავსდევთ ვინ რა
განცხადებას აკეთებს,
სინამდვილეში ეს ქვეყანა
წინ მიდის,
დამოუკიდებლობის ხარისხს
იუმჯობესებს, ეკონომიკას
ავითარებს, ორნიშნა
ეკონომიკური ზრდა გვაქვს
და პარტნიორებს, მეგობრებს
და გარე აქტორებს
ელაპარაკება მეგობრულად
ქვეყნის ინტერესების და
ღირსების
გათვალისწინებით," -
აცხადებს მამუკა
მდინარაძე.შეგახსენებთ,
საფრანგეთის პრეზიდენტი
აცხადებს, რომ რჩება
საქართველოს ევროპული
გზის მხარდამჭერად.
ემანუელ მაკრონი
შეშფოთებას გამოთქვამს
ქვეყანაში მიმდინარე
პროცესებთან
დაკავშირებით.