პრიზი ზურიკოს, სამი ქულა – “სენტ-ეტიენს”

News.ge 4 კვირის წინ 16
პრიზი ზურიკოს, სამი ქულა – “სენტ-ეტიენს”

ლიგა 1-ის მეთორმეტე ტურში „სენტ-ეტიენმა“ სახლში აუტსაიდერ „მონპელიეს“ 1:0 სძლია.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილს მატჩის დაწყების წინ ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. პირველ ტაიმში უფრო სტუმრები აქტიუროდნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო, შესვენების შემდეგ კი „სენტ-ეტიენი“ გააქტიურდა და ბენჟამენ ბუშუარიმ დააწინაურა. მერე პირისპირ გასულ დავითაშვილს გატანა მეკარე ბენჟამენ ლეკონტმა არ დაანება. აქედან მოყოლებული „მონპელიე“ ინიციატივას დაეუფლა და მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მეორედ არ დანიშნა მათ სასარგებლოდ პენალტი. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და “სენტ
-ეტიენმა” გაიმარჯვა.
ზურიკომ ყვითელი ბარათი მიიღო და 87-ე წუთზე შეცვალეს – შეფასებები: sofascore 6.5, whoscored 6.4, flashscore 6.2.
„სენტ-ეტიენი“ ამ მომენტისთვის 13 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 30 ნოემბერს გასვლაზე „რენს“ დაუპირისპირდება.
სენტ-ეტიენი – მონპელიე
გოლი: ბუშუარი (47)

სრულად წაიკითხეთ სტატია