პრემიერ-მინისტრის ვიზიტი
ამერიკის შეერთებულ
შტატებში დაიწყო. ირაკლი
კობახიძე 25 სექტემბერს
გაერო-ს გენერალური
ასამბლეის 79-ე სესიაზე
სიტყვით გამოვა. ნიუ-იორკში
ვიზიტის ფარგლებში,
მთავრობის მეთაური
მონაწილეობას მიიღებს
„მომავლის სამიტში“,
რომელიც გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის
კანცლერის და ნამიბიის
პრეზიდენტის ორგანიზებით
იმართება.დაგეგმილია
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
შეხვედრა გაერო-ს
გენერალურ მდივანთან
ანტონიო
გუტიერეშთან.მთავრობის
მეთაური ასევე დაესწრება
ოფიციალურ მიღებას,
რომელიც აშშ-ის
პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა
და მისი მეუღლის ჯილ
ბაიდენის სახელით
გენერალური ასამბლეის 79-ე
სესიის მონაწილე
დელეგაციათა მეთაურების
პატივსაცემად გაიმართება.