საქართველო წინ უსწრებს
მოლდოვას ყველა
პარამეტრით, იქნება ეს
დემოკრატია, ადამიანის
უფლებები, ეკონომიკა, -
განაცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ჯოზეფ ბორელის
განცხადებაზე
საუბრისას.მთავრობის
მეთაურის თქმით,
დასრულდება არჩევნები, ომი
უკრაინაში და ამის შემდეგ
გადაიტვირთება
ურთიერთობები
ევროკავშირთან.„ეს
განცხადებები არის
დროებითი, ამიტომ,
განსაკუთრებულ ყურადღებას
ამ განცხადებებზე ჩვენ არ
გავამახვილებთ.
დასრულდება ეს არჩევნები,
დასრულდება ომი უკრაინაში
და ამის შემდეგ
გადაიტვირთება
ურთიერთობები
ევროკავშირთან. რაც
შეეხება საქართველოსა და
მოლდოვის შედარებას, ეს, რა
თქმა უნდა, არის
აბსოლუტურად
შეურაცხმყოფელი. თქვენ
იცით, რომ საქართველო წინ
უსწრებს მოლდოვას ყველა
პარამეტრით, იქნება ეს
დემოკრატია, ადამიანის
უფლებები, ეკონომიკა.
ეკონომიკური კუთხით 9
მილიარდით გავზარდეთ
სხვაობა ჩვენ ეკონომიკებს
შორის, საქართველოს და
მოლდოვის ეკონომიკებს
შორის, რაც არის, მათ შორის,
იმის დამსახურება, რომ ჩვენ
მოლდოვისგან განსხვავებით
გვაქვს ძალიან ძლიერი
სახელმწიფო ინსტიტუტები.
რაც შეეხება დემოკრატიას
და ადამიანის უფლებებს,
მინდა შეგახსენოთ, რომ
ერთმანეთის მიყოლებით
მოლდოვაში აიკრძალა
პოლიტიკური პარტიები,
მედიასაშუალებები და
რეალურად, დარჩა 2
მედიასაშუალება, რომელიც
მაუწყებლობს ქვეყნის
მასშტაბით, ეს არის
საზოგადოებრივი
მაუწყებლის პირველი არხი
და საზოგადოებრივი
მაუწყებლის მეორე არხი,
აღარ არსებობს პოლიტიკური
პლურალიზმი,
მედიაპლურალიზმი. როცა
გადარებენ ასეთ ქვეყანას
და თან გადარებენ ნეგატიურ
კონტექსტში, ეს არის,
ბუნებრივია, თვალში ნაცრის
შეყრა, თუმცა ეს ვერ
დააზიანებს ჩვენს
ქვეყანას. კიდევ ერთხელ
გავიმეორებ, დასრულდება
არჩევნები, დასრულდება ომი
უკრაინაში და აქედან
აუცილებლად გადაიტვირთება
ევროკავშირთან
ურთიერთობები.
შესაბამისად, ასეთი
განცხადებები არის
აბსოლუტურად დროებითი
მოვლენა“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი
კობახიძემ შეაფასა ჯოზეფ
ბორელის განცხადება, სადაც
ის ამბობს, რომ საქართველოს
ხელისუფლებას ქვეყანა
მიჰყავს
ავტორიტარიზმისკენ.„ავტორიტარიზმი
საქართველოში იყო 2012
წლამდე, თუ რაიმეთი
შეიძლება იამაყოს ჩვენმა
გუნდმა, პირველ რიგში ეს
არის საქართველოში
ავტორიტარიზმის
დასრულება. აქედან
გამომდინარე, ასეთ
განცხადებებს საბედნიეროდ
ვერ ექნება ფასი ჩვენი
მოსახლეობისთვის,
გამომდინარე იქიდან, რომ
ისინი არის აბსოლუტურად
მცდარი და დაფუძნებულია
არასწორ ინფორმაციაზე“, -
განაცხადა მთავრობის
მეთაურმა.საგარეო
პოლიტიკისა და
უსაფრთხოების საკითხებში
ევროკავშირის უმაღლესმა
წარმომადგენელმა, ჟოზეფ
ბორელმა მოლდოვასა და
საქართველოზე ისაუბრა და
აღნიშნა, რომ მოლდოვასთან
შედარებით, საქართველოში
შავი სურათია.