ნაყოფიერი შეხვედრა
მქონდა არაბთა
გაერთიანებული
საამიროების სახელმწიფო
მინისტრ აჰმედ ბინ ალი ალ
საიეღთან, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ
X-ში წერს.როგორც მთავრობის
მეთაური აღნიშნავს,
საქართველო სულ უფრო მეტ
სტრატეგიულ მნიშვნელობას
იძენს
აღმოსავლეთ-დასავლეთის
შუა
დერეფნისთვის.„პარტნიორობის
გაფართოება ჩვენს
ქვეყნებს შორის ჩვენი დღის
წესრიგის ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტია. შეხვედრისას
მადლობა გადავუხადე
სახელმწიფო მინისტრს
არაბთა გაერთიანებული
საამიროების მხრიდან
საქართველოს კერძო
სექტორისადმი გამოხატული
ინტერესისთვის, ასევე
მშრალი პორტის პროექტში
განხორციელებული
ინვესტიციებისთვის.საქართველო
სულ უფრო მეტ სტრატეგიულ
მნიშვნელობას იძენს
აღმოსავლეთ-დასავლეთის
შუა დერეფნისთვის,
შესაბამისად, ეს პროექტი
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია ჩვენი
სატრანსპორტო მარშრუტების
კონკურენტუნარიანობის
გასაძლიერებლად და
რეგიონსა და მის ფარგლებს
გარეთ ეკონომიკური ზრდის
უზრუნველსაყოფად“, -
აღნიშნავს
პრემიერ-მინისტრი.