ევროატლანტიკური
ინტეგრაციის კუთხით,
საქართველოს აბსოლუტურად
ყველაფერი აქვს
შესრულებული, მაგრამ ასევე
მოგეხსენებათ, რომ მეორე
მხრიდან არის შეჩერებულია
საუბრები გაფართოებასთან
დაკავშირებით, - განუცხადა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მილანში
ქართველ
ჟურნალისტებს.მისივე
თქმით, ნატოს
წარმომადგენლები ნათლად
აცხადებენ, რომ არც
საშუალოვადიან
პერსპექტივაში აპირებენ
უკრაინისა და საქართველოს
გაწევრიანების
განხილვას.„დღევანდელი
მდგომარეობა ასეთია -
ნათლად აცხადებენ ნატოს
წარმომადგენლები, რომ არც
საშუალოვადიან
პერსპექტივაში არ
აპირებენ ისინი უკრაინისა
და საქართველოს
გაწევრიანების განხილვას.
ეს არის დღევანდელი
მდგომარეობა და დანარჩენი
ვნახოთ, თუ როგორ
განვითარდება პროცესები“, -
განაცხადა პრემიერმა.