ლოგიკურია ის, რომ
საპარლამენტო გამოძიების
ფარგლებში პროკურატურამ
მოითხოვა ინფორმაცია
„პივიტის“ შესახებ,
ალოგიკურია ის, რომ ISFED
აქამდე მალავდა
პარალელური ხმის დათვლის
შედეგებს, არავითარი ახსნა
და განმარტება, ბუნებრივია,
ამას არ ჰქონდა, - განუცხადა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
უზბეკეთში.მისივე თქმით, ISFED
არის ორგანიზაცია, რომელიც,
მთელი ამ დროის
განმავლობაში, მოქმედებდა
საქართველოს მიმართ
არაკეთილმოსურნე ძალების
დაკვეთით. პრემიერის
განცხადებით, სწორედ, ამის
შედეგი იყო, თავის დროზე,
პარალელური დათვლის
შედეგების გაყალბება და
ახლა უკვე მათი
არგამოქვეყნება.„ეს
ყველაფერი მეტყველებს
ერთადერთ რამეზე - ISFED-ს
ჰქონდა ერთადერთი
დავალება, რამენაირად
ეჭვქვეშ დაეყენებინა
საპარლამენტო არჩევნების
შედეგები ყოველგვარი
მიზეზისა და საფუძვლის
გარეშე. იმავეს აკეთებდა ეს
კომპანია 2020 წელს, მაშინ მათ
იკადრეს ის, რომ გააყალბეს
მთლიანად პარალელური
დათვლის შედეგები. ახლა,
მეორედ, იგივე ვეღარ
გაბედეს, ვინაიდან აზრი არ
ჰქონდა ამ ყველაფერს, თუმცა
გაყალბების მაგივრად,
გაუყალბებელი „პივიტი“
აღარ გამოაქვეყნეს. აქედან
გამომდინარე, ყველაფერი
ნათელია. ყველაფერი დევს
ხელის გულზე. ISFED არის
ორგანიზაცია, რომელიც
მოქმედებდა, მთელი ამ დროის
განმავლობაში, ისეთი
ძალების დაკვეთით,
რომლებსაც არ ჰქონდათ
კეთილი ზრახვები
საქართველოს მიმართ. ამის
შედეგი იყო, თავის დროზე,
პარალელური დათვლის
შედეგების გაყალბება და
შემდეგ მათი არ
გამოქვეყნება. რა თქმა
უნდა, პროკურატურა უნდა
დაინტერესდეს, მეტიც, მე
მგონია, რომ არამხოლოდ 2024
წლის დათვლის შედეგებით,
არამედ 2020 წლის დათვლის
შედეგებით უნდა
დაინტერესდეს
პროკურატურა. პირველ რიგში,
იქ მგონია, რომ შეიძლება
ბევრი საინტერესო დეტალი
გაირკვეს, შესაძლო
დანაშაულთან
დაკავშირებით,“- განაცხადა
პრემიერმა.