საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ, გარემოს
დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრ ოთარ
შამუგიასთან ერთად
ზუგდიდში თხილის
გადამმუშავებელი საწარმო
დაათვალიერა.საწარმოს
სრული ინვესტიცია 31 766 000
ლარია, რომლიდანაც
შეღავათიანი აგროკრედიტის
წილი 11 500 000 ლარი, ხოლოსოფლის
განვითარების სააგენტოს
თანადაფინანსება 3 481 000
ლარია. შპს „აი ჯი აგროს“
თხილის პლანტაციებში 19,110,000
ლარი აქვს
ინვესტირებული.თხილის
გადამმუშავებელი საწარმოს
წარმადობა 4000 ტონას
შეადგენს.ქარხანაში
მუდმივად 59, სეზონურად კი, 100
ადამიანია
დასაქმებული.საწარმო
ახორციელებს თხილის
ექსპორტს. კომპანიას ამ
დროისათვის ექსპორტზე
გატანილი აქვს 1128 ტონა
თხილი.