საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სამების
საკათედრო ტაძარში
ოკუპირებული აფხაზეთის
რეგიონიდან
გადმოსვენებულ, 1990-იანი
წლების შეიარაღებული
მოქმედებების დროს
უგზო-უკვლოდ დაკარგულ
პირთა სამოქალაქო
პანაშვიდს
დაესწრო.მთავრობის
მეთაურმა, პრეზიდენტ
მიხეილ ყაველაშვილთან,
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილთან,
აღმასრულებელი და
საკანონმდებლო
ხელისუფლების წევრებთან
ერთად, დაღუპულთა ოჯახის
წევრებსა და ახლობლებს
მიუსამძიმრა.6
იდენტიფიცირებული პირი,
რომელთაგან 5 სამხედრო და 1
მშვიდობიანი მოქალაქეა,
შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის
აპარატისა და წითელი ჯვრის
საერთაშორისო კომიტეტის
თანამშრომლობით
გადმოასვენეს.2 მებრძოლს
დიღმის ძმათა სასაფლაოზე,
დანარჩენებს კი, ოჯახების
გადაწყვეტილებით,
საგვარეულო სასაფლაოებზე
სამხედრო პატივით
დაკრძალავენ.