პრეზიდენტ ტრამპისადმი
პრემიერ-მინისტრის ღია
წერილი აქტუალური და
საჭიროა, რადგან
აშშ-საქართველოს
ურთიერთობაში ძალიან
ბევრი პასუხგაუცემელი
შეკითხვაა, - წერს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე
სოციალურ ქსელში.მისი
თქმით, სტრატეგიულ
პარტნიორებს შორის ასეთი
ბზარები არ უნდა
არსებობდეს და მუდმივი
დიალოგი არასდროს უნდა
შეწყდეს.„პრეზიდენტ
ტრამპისადმი
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი
კობახიძის ღია წერილი
აქტუალური და საჭიროა,
აშშ-საქართველოს
ურთიერთობაში ძალიან
ბევრი პასუხგაუცემელი
შეკითხვაა. სტრატეგიულ
პარტნიორებს შორის ასეთი
ბზარები არ უნდა
არსებობდეს და მუდმივი
დიალოგი არასდროს უნდა
შეწყდეს. საქართველოს
მთავრობის მეთაური
უზუსტეს აქცენტს აკეთებს
და წერილში აღნიშნავს:
"რამდენიმე კვირის წინ,
მოგმართეთ წერილით
ქართულ-ამერიკულ
ურთიერთობებთან
დაკავშირებით. აღნიშნულ
წერილს წინ უსწრებდა ჩემი
საჯარო განცხადებები,
სადაც ღიად გამოვხატავდი
საქართველოს მზაობას,
სუფთა ფურცლიდან,
კონკრეტული გზამკვლევით
განგვეახლებინა
სტრატეგიული პარტნიორობა
საქართველოსა და აშშ-ს
შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს
წერილზე და საჯარო
განცხადებებზე დღემდე არ
მიგვიღია. მეტიც, დღემდე
უმაღლეს დონეზე არ
შემდგარა არავითარი
კომუნიკაცია საქართველოს
და აშშ-ს ხელისუფლებებს
შორის"...“ - წერს გია აბაშიძე.