პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლა ზუსტად ასახავს ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს - ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოსაც აქვს საკუთარი სტრატეგიული მიზნები, რაც ღირსეულ და მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის - მაია ბითაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 119
პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლა ზუსტად ასახავს ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს - ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოსაც აქვს საკუთარი სტრატეგიული მიზნები, რაც ღირსეულ და მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის - მაია ბითაძე
“ქართული ოცნების” დეპუტატი, მაია ბითაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის სიტყვაში ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესები იყო ასახული.მისი თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლით დადასტურდა, რომ საქართველოში მომავალ თაობებს კიდევ უფრო ამაყად, მშვიდობიანად და ღირსეულად ცხოვრების დიდი პოტენციალი აქვთ.“საქართველის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლა, რომელიც ზუსტად ასახავს:1. ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს2. ქვეყნის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და რეალურ პოზიტიურ პოტენციალს3. დეოკუპაციისა და შერიგების სამშვიდობო, გონივრულ სტრატეგიას4. უპირობო საგარეო მისწრაფებებს5. გამოსვლა, რომელიც მარტივად და მოკლედ გაგრძნობინებს, რომ ამ პლანეტის სრულფასოვანი წევრი ხარ და საქართველოში, მომავალ თაობებს, კიდევ უფრო ამაყად, თამამად, მშვიდობიანად და ღირსეულად ცხოვრების დიდი პოტენციალი აქვთ! ისეთი ცხოვრების, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდით და რომლისთვისაც ვშრომობდით!p.s. ყველას უნდა ესმოდეს, შიგნით თუ გარეთ, რომ საქართველოსაც აქვს საკუთარი სტრატეგიული მიზნები და ეს მიზნები ღირსეულ და მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის. მშვიდობა და მოთმინება ჩვენს ქვეყანას,” - წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია