საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სლოვაკეთში,
ეთიოპიასა და ირლანდიაში
საქართველოს ახლად
დანიშნულ საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩებს
შეხვდა.სლოვაკეთის
რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩად
კონსტანტინე ქვაჩაკიძე
დაინიშნა, ეთიოპიის
ფედერაციულ დემოკრატიულ
რესპუბლიკაში - გია
მაჭარაძე, ხოლო ირლანდიაში
- სოფიო ქაცარავა.პრემიერმა
დიპლომატებს მომავალ
საქმიანობაში წარმატებები
უსურვა.კონსტანტინე
ქვაჩაკიძე 2000 წლიდან
საგარეო საქმეთა
სამინისტროს ცენტრალურ
აპარატსა და საქართველოს
დიპლომატიურ მისიებში
სხვადასხვა თანამდებობას
იკავებდა. სლოვაკეთის
რესპუბლიკაში
დანიშვნამდე, ის კვიპროსის
რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩი იყო.
მანამდე კი იყო ევროპის
საბჭოსთან საქართველოს
მუდმივი წარმომადგენლის
მოადგილე.გია მაჭარაძე 1996
წლიდან მუშაობს
საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროსა და
საზღვარგარეთ დიპლომატიურ
მისიებში სხვადასხვა
პოზიციებზე. 2022 წლიდან იყო
ეთიოპიის ფედერაციულ
დემოკრატიულ რესპუბლიკაში
საქართველოს საელჩოს
საგანგებო და
სრულუფლებიანი
დესპანი.სოფიო ქაცარავა 2020
წლიდან იკავებდა დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ
ირლანდიის გაერთიანებულ
სამეფოში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის, ხოლო
2021-2024 წლებში დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ
ირლანდიის გაერთიანებულ
სამეფოში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩისა და
საერთაშორისო საზღვაო
ორგანიზაციაში
საქართველოს მუდმივი
წარმომადგენლის
პოზიციებს. 2016-2019 წლებში იყო
საქართველოს პარლამენტის
წევრი, საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე. სოფიო
ქაცარავას მინიჭებული
აქვს საგანგებო და
სრულუფლებიანი დესპანის
დიპლომატიური რანგი.