საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე რაგბის კავშირის
ხელმძღვანელებს
შეხვდა.შეხვედრაზე
ყურადღება დაეთმო სარაგბო
ინფრასტრუქტურის
განვითარებასა და
აღნიშნული მიმართულებით
არსებულ გეგმებს.
განიხილეს დაგეგმილი
2-მილიარდიანი პროექტი,
რომლის ფარგლებშიც
შეიქმნება ახალი
ინფრასტრუქტურა როგორც
მაღალი მიღწევების, ასევე
მასობრივი
სპორტისთვის.საუბარი
შეეხო თბილისის ახალი
ულტრათანამედროვე
სტადიონის პროექტს,
რომელიც 70 000
გულშემატკივარზე იქნება
გათვლილი და საქართველოს
უმაღლესი რანგის
საფეხბურთო და სარაგბო
ტურნირების მასპინძლობის
შესაძლებლობას
მისცემს.ხაზი გაესვა
ბავშვთა რაგბის
ხელშეწყობისა და მათთვის
ინფრასტრუქტურაზე
ხელმისაწვდომობის გაზრდის
აუცილებლობას. აქვე
აღინიშნა, რომ ამ
მიმართულებით
მნიშვნელოვანი იქნება
სტადიონების მშენებლობა
40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში.
პრემიერ-მინისტრის თქმით,
სპორტული ინფრასტრუქტურა
უნდა პასუხობდეს გაზრდილ
მოთხოვნას როგორც
დედაქალაქში, ასევე
რეგიონებში, რაც ხელს
შეუწყობს ბავშვებსა და
ახალგაზრდებში ჯანსაღი
ცხოვრების წესის
პოპულარიზაციას.შეხვედრაზე
ასევე განიხილეს ქართული
რაგბის მიღწევები და
სამომავლო ტურნირები,
რომლებიც საქართველოში
გაიმართება.