პრეზიდენტის ვიზიტი ემსახურებოდა სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ზურაბიშვილს ათი სამუშაო დღე აქვს დარჩენილი და ეს კარგად იციან ევროპარლამენტარებმაც

Primetime.ge 4 დღის წინ 17
პრეზიდენტის ვიზიტი ემსახურებოდა სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ზურაბიშვილს ათი სამუშაო დღე აქვს დარჩენილი და ეს კარგად იციან ევროპარლამენტარებმაც
პრეზიდენტის ვიზიტი ემსახურებოდა სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ზურაბიშვილს ათი სამუშაო დღე აქვს დარჩენილი და ეს კარგად იციან ევროპარლამენტარებმაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას მხოლოდ ის ევროპარლამენტარები ესწრებოდნენ, ვინც საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებით გამოირჩევა.„პრეზიდენტის ვიზიტი ემსახურებოდა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას, პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, აქციებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას და დამატებითი მოტივაციის მიცემას. პრეზიდენტს ათი სამუშაო დღე აქვს დარჩენილი და ეს კარგად იციან ევროპარლამენტარებმაც. სალომე ზურაბიშვილი გუშინ მოიხსენიეს, როგორც ყოფილი პრეზიდენტი და შემდეგ ტექსტში ჩაასწორეს. აქაც საუბარი იყო, რომ დამატებითი მოტივაცია გასჩენოდათ, მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ეს ტექსტი ყველამ მოვისმინეთ და ამ ვეებერთელა ტექსტში სიმართლე რამდენი სიტყვა იყო ჩვენი მოქალაქეები ნახავენ. მთავარი პერფორმანსი, რომელიც ფაქტობრივად, არ შედგა – მათ ჰქონდათ სურვილი, რაც შეიძლება, ბევრი ევროპარლამენტარი დასწრებოდა, რაღაცა მასა შექმნილიყო, თუმცა აქაც ვნახეთ, რომ მოახერხეს იმ ევროპარლამენტარების მობილიზება, ვინც ტრადიციულად გამოირჩევიან საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებით. ისინია არიან არა ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობრები, არამედ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის. ბუნებრივია, ესეც ამ ყველაფერს ემსახურებოდა“, – აღნიშნა ბოჟაძემ
სრულად წაიკითხეთ სტატია