პრეზიდენტი უცხოეთში 60 უბნის გახსნაზე: საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა

News.ge 2 თვის წინ 160
პრეზიდენტი უცხოეთში 60 უბნის გახსნაზე: საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა

პრეზიდენტი უცხოეთში 60 საარჩევნო უბნის გახსნას ეხმაურება.

“სირცხვილი არ ჰქვია ამას, კანონის უგულებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა!”, – წერს პრეზიდენტი Facebook-ზე და ფოტოს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც მოლდოვამ უცხოეთში 228 საარჩევნო უბანი გახსნა, საქართველომ კი მხოლოდ 60.
***

26 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 26 ოქტომბრის სთვის კომისია 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნის. ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

გარდა ამისა, საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით სასამართლოში 3 სარჩელი იყო შესული, თუმცა საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო განკარგულება, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.

სრულად წაიკითხეთ სტატია