"პრეზიდენტი რა განცხადებას გააკეთებს, მასაც კი არაფერი არ ეკითხება - იგი არის გარედან მართული მარიონეტი" - არჩილ გორდულაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 28
"პრეზიდენტი რა განცხადებას გააკეთებს, მასაც კი არაფერი არ ეკითხება - იგი არის გარედან მართული მარიონეტი" - არჩილ გორდულაძე
პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესს პერსპექტივა არ აქვს და სალომე ზურაბიშვილს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ.პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს რა განცხადების გაკეთებასაც დაავალებენ, იმას იტყვის. "პრეზიდენტი რა განცხადებას გააკეთებს, მასაც კი არაფერი არ ეკითხება, იგი არის მხოლოდ და მხოლოდ გარედან მართული მარიონეტი და რასაც გარედან დაავალებენ, იმ განცხადებას გააკეთებს ყოველთვის. ის განცხადებაც, რაც არის ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებული, სხვა არაფერი არ არის, თუ არა გარედან მართული მესიჯი, რომელიც უნდა გააჟღეროს და როგორმე უნდა შეეცადოს, რომ გაიტანოს საზოგადოებაში და მოატყუოს ის. ეს ფილმი ქართველ ხალხს უკვე ნანახი გვაქვს. საბოლოო ჯამში, მათი ბოლო არის ერთი, ქართველი ხალხი მათ კიდევ ერთხელ გაასამართლებს პოლიტიკურ სამსჯავროზე 26 ოქტომბერს,“ - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია